საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 674
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
674
24/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №674

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულება;

ბ) ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულება;

გ) ,,საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულება;

დ) ,,სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №508 ბრძანებულება;

ე) ,,საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულება;

ვ) ,,ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №404 ბრძანებულება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი