ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 12/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016017
  • Word
30
29/09/2010
სსმ, 37, 12/10/2010
010250020.35.119.016017
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №30

2010 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 16 სექტემბრის №01–40/812 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №12 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები

1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.

2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილო და მოამზადო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

 ა) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

 ბ) ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი.

5. ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას

განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ა – „ვ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

6. ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ–„კ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე