„საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 25/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
258
25/08/2010
სსმ, 104, 25/08/2010
000000000.00.000.000000
„საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 258

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვ­რის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, №23, III ნაწილი, მუხლი 315) დამტკიცებულ ინსტრუქ­ციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადას­ტუ­რებელი დოკუმენტი;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სანებართვო მოწმობა შესაძლებელია გაიცეს როგორც წე­რილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორ­მას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იუ­რი­დი­ული ძალა.“.

 მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური