დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 672 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №672
2010 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დებულების მე-5 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;”;
გ) დებულების მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს;”;
დ) დებულების მე-6 მუხლის „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, ოპერატიული მიზნებისათვის ქმნის კინოლოგიურ ბაზას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას;”;
ე) დებულების მე-8 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის საშტატო ნუსხას, სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიერ გამოყენებული ბეჭდების, შტამპების, ლუქების ნიმუშებს, აგრეთვე ბლანკების ნიმუშებს ოფიციალური მიმოწერისათვის; უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის წესი;”;
ვ) დებულების მე-8 მუხლის „პ”, „ჟ” და „რ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) განსაზღვრავს ოპერატიული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებს დაცვითი ღონისძიებების გეგმებს;
ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას, რისთვისაც ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამის ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს;
რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით;”;
ზ) დებულების მე-10 მუხლის:
ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის უფროსის მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად არის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, ორგანიზებას უწევენ სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული საკურატორო სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.”;
ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, წარმართავს სამსახურის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან.”;
თ) დებულების მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ი) დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15.
სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო;
ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი;
დ) ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ვ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
თ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო;
ი) კადრების მთავარი სამმართველო;
კ) სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ლ) სამედიცინო მთავარი სამმართველო;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.”;
კ) დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16.
1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) ისეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რომელიც საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
დ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვანი პირების, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა, დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
ვ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასაცავი პირების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება დასაცავი პირების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;
ი) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება.
3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დასაცავ ობიექტებზე სასაშვო რეჟიმის და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე წესრიგის უზრუნველყოფა;
გ) დასაცავი და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.
4. ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაბამისი ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;
გ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება;
დ) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
ე) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ზ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;
თ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
კ) სამსახურის კინოლოგიური ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
გ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
დ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი პირების საქართველოში ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, გადაადგილებისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების რეესტრის წარმოება;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და სამსახურის ანგარიშების მომზადება;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში საიდუმლო საქმისწარმოების მდგომარეობის კონტროლი;
თ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);
ი) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
კ) სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და სასწავლო პროგრამების მიხედვით, მოსამსახურეთა ფიზიკური, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებით, მომზადების ან პროფესიული გადამზადების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ გამოსაცდელი ნორმატივების ჩაბარების უზრუნველყოფა;
ლ) სამსახურის დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიექტების უსაფრთხოების (დაცვითი) მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუნველყოფა;
ნ) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ო) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
6. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) მოსამსახურეთა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო კონტაქტების, აგრეთვე ისეთი კავშირების გამოვლენა და შესწავლა, რომელიც შესაძლოა არასასურველ ზემოქმედებას ახდენდეს პირად შემადგენლობაზე;
გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირება;
დ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას განაწესების მიმდინარეობის კონტროლი;
ე) გამოვლენილ დარღვევებზე, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეების მიერ შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;
ვ) სადისციპლინო მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის კონტროლი.
7. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დასაცავი პირებისა და დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედვე-ლობა;
ვ) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ი) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
8. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავი პირებისა და ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სპეციალური ღონისძიებებით ნეიტრალიზება;
გ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება.
9. კადრების მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ხელშეწყობა;
გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება;
დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ბრძა-ნებების პროექტების მომზადება;
ე) ატესტაციის ჩატარებისა და სამსახურის საატესტაციო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა.
10. სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;
ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;
გ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამსახურის სხვა დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
11. სამედიცინო მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) სხვა დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის თანამშრომლების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური საექიმო კომისიის მიერ შემოწმების ორგანიზება და განხორციელება;
დ) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.”;
ლ) დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და ამ ორგანოების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, სამსახურის სხვა დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა.”;
მ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171.
1. სამსახურის ძალები და საშუალებები, ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციების გათვალისწინებით, სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიძლება კონცენტრირებულ იქნეს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი კონკრეტული ამოცანის ან ღონისძიების განხორციელების მიზნით.
2. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების და მათი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უფლებამოსილი არიან დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ძალები და საშუალებები გადაანაწილონ ცალკეული ქვედანაყოფის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანის დროულად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დაცვითი ღონისძიების ერთობლივად ჩატარების ეფექტიანობის მიზნით, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები კოორდინაციას უწევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ოქტომბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები