დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო–საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 12/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016013 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 29 სექტემბერი
ქ. ხონი
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 16 სექტემბრის №01-40/809 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს № 8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულებს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები