„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის” მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის” მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 25/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
257
25/08/2010
სსმ, 104, 25/08/2010
000000000.00.000.000000
„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის” მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 257

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის” მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურების შესყიდვის სპეცია­­ლუ­რი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №13 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, №6, III ნა­წილი, მუხლი 47) დამტკიცებულ სპეციალურ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­­დეგი რედაქციით:

„გ) არსებობს შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუ­ცილებლობა. ამ შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის განხორციელების საკითხი უნდა შეთანხმდეს საქარ­თვე­ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნისტროსთან;“.

2. მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„6. სატენდერო კომისია შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სატენდერო დოკუმენტაციის (განსაზღვრავს საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებს, შეფასების კრიტერიუმებს) პროექტებს, რომლებსაც უთანხმებს საქართველოს რე­გი­ო­ნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინის­ტროს.

7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა­სტრუქ­­ტურის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ ტენდერის ჩატა­რე­ბის შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიც­დება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქ­ვეყ­ნე­ბამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური