,,საქართველოს საპატრიარქოსათვის დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (279.5 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (279.5 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 03/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
177
01/04/2008
სსმ, 50, 03/04/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (279.5 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №177

2008 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (279.5 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საპატრიარქოს (ბოდბის ეპარქია) სახელმწიფო ტყის ფონდის დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნებიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს დედოფლისწყაროს სატყეო (ყოფილი გედექის სატყეო) უბნიდან 168.0 ჰა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო (ყოფილი დედოფლისწყაროს სატყეო) უბნიდან 111.5 ჰა, საერთო ფართობი – 279.5 ჰა;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი