„დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის N10-54 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10-68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 29/09/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 06/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010270000.36.101.016002
  • Word
10-68
29/09/2010
სსმ, 34, 06/10/2010
010270000.36.101.016002
„დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის N10-54 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
„დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის N10-54 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ქალაქ თბილისის საკრებულო ს 

გადაწყვეტილება №10-68

2010 წლი 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის 10-54 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის 10-54 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

 ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებსაქართველოს კანონის მე-3 მუხლის, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებსაქართველოს კანონის 231 მუხლის ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის, მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის 47-ე მუხლისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა დამტკიცდეს ,,დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის თანდართული დებულება.;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება ან/და სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა.“;

გ) დებულების მე -5 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საწარმოს  კაპიტალში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ დამოწმებულაუდიტორულდასკვნის საფუძველზე..

დ)  დებულების მე -8 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება

1.  აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს  ქონების მართვის სააგენტო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2.  აუქციონის ორგანიზების, ჩატარების და შედეგების გაფორმებისთვის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა.

3.  ქონების მართვის სააგენტო აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ამ წესისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის1-6 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის  წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის 1-8 გადაწყვეტილების  იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესს.

4.  აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი აუქციონში გამარჯვების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს აუქციონის გამარჯვებული პირი და აუქციონატორი.

5.  მყიდველის მიერ შეძენილი ქონების სრული/საბოლოო ღირებულების  გადახდის შემდეგ 1 თვის ვადაში აუქციონატორსა და მყიდველს შორის დგება  ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.  აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია  აუქციონში გამარჯვების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააფორმოს ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ.

7.  აუქციონის შედეგების გაფორმებასა და შემდგომი რეგისტრაციის ხარჯების გაღებას უზრუნველყოფს მყიდველი.

8. აუქციონის შედეგების გაფორმებისას ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს როგორც მესაკუთრის ქონების გასხვისებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენელი..

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                ზ. სამადაშვილი