„წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 28/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.014906
  • Word
12
27/07/2010
სსმ, 92, 28/07/2010
300320000.16.009.014906
„წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.014.906

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2010 წლის 27 ივლისი

ქ. ქუთაისი

„წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 29 აგვისტოს 18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

„წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს 18 დადგენილებით (სსმ III, 03.09.2008, №129, მუხ.1300) დამტკიცებულ მეთოდოლოგიაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოში წყალმომარაგების სფეროში სასმელი წყლის მიწოდებაზე და წყალარინებაზე ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის განსაზღვრა.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) წყალმომარაგების ტარიფი – ფასების განაკვეთთა სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება წყალმომარაგებაზე და მოიცავს სასმელი წყლის მიწოდების ან წყალარინების ტარიფებს, ან/და სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების ჯამს;“.

3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სატარიფო განაცხადის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემებისათვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები თვითმართველი ერთეულების მიხედვით.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. წყალმომარაგების ტარიფი

 წყალმომარაგების ტარიფი, როგორც სასმელი წყლის მიწოდებაზე, ისე წყალარინებაზე ერთგანაკვეთიანია და იგი განისაზღვრება მომხმარებლებზე მიწოდებული სასმელი წყლის ან/და ჩამდინარე წყლის ყოველ 1 კუბ. მ-ზე გაანგარიშებით. მათი გამოთვლის სქემა ასეთია:

ა) სასმელი წყლის მიწოდების ტარიფი (T1)

             A1

 T1= ——— , სადაც

             V1

A1– საწარმოს წლიური პროგნოზული შემოსავალი სასმელი წყლის მიწოდებიდან, ლარი;

V1 – საწარმოს მიერ მომხმარებლებზე მიწოდებული სასმელი წყლის წლიური საპროგნოზო მოცულობა ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინებით, კუბ.მ;

ბ) წყალარინების ტარიფი (T2)

 

            A2

 T2 = ——— , სადაც

            V2

A2 – საწარმოს წლიური საპროგნოზო შემოსავალი წყალარინებიდან, ლარი;

V2 – წყალარინების სისტემაში ჩამდინარე წყლის წლიური პროგნოზული მოცულობა, კუბ.მ;

გ) წყალმომარაგების ტარიფი (T)

                              T = T1+ T2

 

5. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამომხმარებლო სექტორში არსებული მდგომარეობის ან/და წყალმომარაგების სფეროში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება გადაანაწილოს თითოეული საწარმოსათვის ინდივიდუალურად მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით. ამასთან, წყალმომარაგების საწარმოები უფლებამოსილნი არიან კომისიაში წარადგინონ დასაბუთებული წინადადებები და გაანგარიშებები ტარიფების დიფერენციისათვის.

2. კომისია უფლებამოსილია იმ მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის), რომელთაც არ გააჩნიათ ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოები, დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე, სასმელი წყლის მოხმარების (სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა) ნორმატიული მაჩვენებლების საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი