დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 28/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.014904 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.904
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №218/ნ
2010 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009, №156, მუხლი 1876) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართ №5-ში – „ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა“ – შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები
1. ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მომსახურების მოცულობა
ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ინფექციური დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფთა სტაციონარულ სერვისებს:
ა) დიაგნოსტიკურ მომსახურებას:
ა.ა) პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის შეფასებას;
ა.ბ) პროფილური მომსახურების განსაზღვრას;
ა.გ) საჭიროების მიხედვით კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებას;
ა.დ) საჭიროების მიხედვით სპეციალისტების კონსულტაციებს;
ბ) სტაციონარულ მკურნალობას:
ბ. ა) გადაუდებელ მომსახურებას (რეანიმაცია);
ბ.ბ) სპეციალიზებულ განყოფილებაში პროფილურ სტაციონარულ მომსახურებას.“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამას ახორციელებენ შესაბამის სამედიცინო საქმიანობაში ლიცენზირებული დაწესებულებები. შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“ და ცხრილში მოცემული პირობების დაცვით:
| ღონისძიებები | სამედიცინო მომსახურების არეალი | შენიშვნა |
| სეფსისის მკურნალობა | მთელი ქვეყნის მასშტაბით |
|
| პარაზიტულ დაავადებათა მკურნალობა | მთელი ქვეყნის მასშტაბით |
|
| სხვა ინფექციური დაავადებები | თვითმმართველი ქალაქი თბილისი; მცხეთა-მთიანეთის რეგიონი | ამ ღონისძიების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება ასევე უზრუნველყოფს რეფერალური შემთხვევების მართვას |
| აჭარის რეგიონი |
| |
| გურიის რეგიონი |
| |
| იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონები |
| |
| კახეთის რეგიონი |
| |
| სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი |
| |
| სამცხე-ჯავახეთის რეგიონი |
| |
| ქვემო ქართლის რეგიონი |
| |
| შიდა ქართლის რეგიონი |
|
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 121 000 ლარით:
| ღონისძიებები | სამედიცინო მომსახურების არეალი | თანხა (ლარებში) |
| სეფსისის მკურნალობა | მთელი ქვეყნის მასშტაბით | 152 880 |
| პარაზიტულ დაავადებათა მკურნალობა | მთელი ქვეყნის მასშტაბით | 164 640 |
| სხვა ინფექციური დაავადებები | თვითმმართველი ქალაქი თბილისი; მცხეთა-მთიანეთის რეგიონი | 1 139 040 |
| აჭარის რეგიონი | 129 360 | |
| გურიის რეგიონი | 29 400 | |
| იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონები | 258 720 | |
| კახეთის რეგიონი | 58 800 | |
| სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი | 47 040 | |
| სამცხე-ჯავახეთის რეგიონი | 58 800 | |
| ქვემო ქართლის რეგიონი | 41 160 | |
| შიდა ქართლის რეგიონი | 41 160 | |
| სულ |
| 2 121 000 |
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები