„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014818
  • Word
540
30/06/2010
სსმ, 79, 05/07/2010
230210000.22.033.014818
„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.818

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №540

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის  20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1758 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06წ., №172, მუხლი 2324) დამტკიცებულ „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება რეგიონულ ცენტრს და შემდეგ დადგენილი წესით ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე რჩება დეკლარანტს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი