დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3508 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 28/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ცნობად იქნეს მიღებული „2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება.
2. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია „2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე.
3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს მონიტორინგი „2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3508-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები