დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 01/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №167
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხლი 332) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა წვევამდელმა განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს. განცხადების მიღების საფუძველია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას და კანდიდატთა შერჩევის პერიოდს“;
ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. განცხადება მიიღება მხოლოდ კანდიდატის მიერ წვევამდელის მიწერის მოწმობის (სათანადო ჩანაწერებით) წარმოდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში წარსადგენად ეძლევა ცნობა მისი სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ“;
გ) დებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი, საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, სამსახურის კადრების სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს თავისი და ახლო ნათესავების დაბადების და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის ან ატესტატის ასლებს, აგრეთვე შრომის წიგნაკს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1, ფოტოსურათებს 3X4 და 9X12, 2-2 ეგზემპლარს (ელექტრონული ვერსიით), ცნობას სასწავლებლიდან, ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი პოლიკლინიკიდან, გულმკერდის რენტგენოსკოპიას, ცნობებს ფსიქონევროლოგიური და ნარკოლოგიური დისპანსერებიდან აღრიცხვის შესახებ.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები