„დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №600 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №600 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 28/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014789
  • Word
508
24/06/2010
სსმ, 75, 28/06/2010
190040000.22.033.014789
„დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №600 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.789

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №508

2010 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №600 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №600 ბრძანებაში (სსმ III, 22.09.2009წ., №115, მუხ. 1310) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ,,დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების წესი“.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ,,დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შემთხვევაში, ასეთ საქონელზე ყადაღის დადების წესების და პირობების განსაზღვრა.

2. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს.

3. სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება აგრეთვე, ის შემთხვევა, როდესაც სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული:

ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში), ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.

4. პირს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო – ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;

ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას.

5. საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული საგადასახადო ორგანო) მოთხოვნის შესაბამისად, ყადაღის დადების დროს, ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანყოფი.“;

გ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ1) სამეწარმეო საქმიანობა _ მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.“;

დ) მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა

1. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და ტერიტორიული საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და ტერიტორიული საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საბაჟო საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნიან იმ ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიული საგადასახადო ორგანოსათვის გადაგზავნილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის დასახელებას (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელს, გვარს);

ბ) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და პირად ნომერს;

გ) გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსს;

დ) საქონლის ზოგად დახასიათებას; 

ე) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის, მისი მფლობელის ან/და მძღოლის პირად მონაცემებს (პირადობის მოწმობის ნომერს, პირად ნომერს, მართვის მოწმობის ნომერს და სხვა);

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების განთავსების ადგილს;

ზ) დალუქვისას გამოყენებული ლუქების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შესაბამის ოქმს;

თ) იმ პასუხისმგებელი პირის მონაცემებს, ვისაც ჩაბარდა ტვირთი და სატრანსპორტო საშუალება შესანახად.“;

ვ) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადონ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს.

2. საქონელზე ყადაღის დადებას ახორციელებს ის ტერიტორიული საგადასახადო ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.“;

ზ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ საქონელზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ახდენენ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადებული ლუქების ახსნას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს), საქონლის აღწერას მისი განთავსების ადგილას, შეფასებას და ყოველივე ზემოაღნიშნულზე ადგენენ ,,ყადაღადადებული საქონლის აღწერის აქტს“ (დანართი №1) (შემდგომში – აღწერის აქტი).“;

თ) მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობის ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, პირს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იმ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენასთან და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ეგზავნება იმ ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს, სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირის მიერ გაცხადებული საცხოვრებლის/საქმიანობის ადგილის მიხედვით) და რომელიც აწარმოებს საქმეებს, განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს და პირს წარუდგენს ,,საგადასახადო მოთხოვნას“ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ი) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილია შესაბამისი ჯარიმა ან ეს ჯარიმა არ წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას და დაფარულია ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯები;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი