დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 01/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.080.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №166
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №2, გვ. 41) დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) 5.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.6. ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები მშენებლობის დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;“;
ბ) 5.6. პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 5.6.1. პუნქტი:
„5.6.1. ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების და საბადრაგო სამსახურების და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობისა და სამსახურებრივი განრიგების შესახებ;“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები