დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320070000.17.010.015019 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.070.000.17.010.015.019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №5
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვე-პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასა და მეოთხე თაობის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, კომისია ადგენს:
1. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებას (სსმ III, 05.07.2006წ., №90, მუხლი 1211) დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 და 12 პუნქტები:
„11. „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საქართველოს ტერიტორიის სამაუწყებლო ზონებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიზნით, ციფრული სიგნალის ტესტირებისათვის გამოიყოს შემდეგი რადიოსიხშირეები:
ა) თბილისი - ზონა 01: 606-614 მჰც; 638-646 მჰც; 686-694 მჰც; 702-710 მჰც; 734-742 მჰც; 750-758 მჰც.
ბ) ყვარელი - ზონა 02: 174-230 მჰც; 470-822 მჰც.
გ) საგარეჯო - ზონა 03: 534-542 მჰც; 550–558 მჰც; 590–598 მჰც; 646–654 მჰც; 678–686 მჰც; 694–702 მჰც; 710–718 მჰც; 742–750 მჰც; 790–798 მჰც; 806–814 მჰც.
დ) თიანეთი - ზონა 04: 478–486 მჰც; 494–502 მჰც; 510–518 მჰც; 534–542 მჰც; 550–558 მჰც; 590–598 მჰც; 614–622 მჰც; 654–662 მჰც; 670–678 მჰც; 694–702 მჰც; 710–718 მჰც; 726–734 მჰც; 742–750 მჰც; 758–766 მჰც; 774–782 მჰც; 790–798 მჰც; 806–814 მჰც.
ე) დუშეთი - ზონა 05: 174-230მჰც; 470-822 მჰც.
ვ) სტეფანწმინდა - ზონა06: 174-230მჰც; 470-822 მჰც.
ზ) ბარისახო - ზონა 07: 174-230მჰც; 470-822 მჰც.
თ) გორი - ზონა 08: 494-502 მჰც; 510-518 მჰც; 534-542 მჰც; 550-558 მჰც; 574-582 მჰც; 614-622 მჰც; 654-662 მჰც; 670-678 მჰც; 726-734 მჰც.
ი) ბორჯომი - ზონა 09: 534–542 მჰც; 590–598 მჰც; 606–614 მჰც; 646–654 მჰც; 686–694 მჰც; 734–742 მჰც; 766–774 მჰც; 782–790 მჰც.
კ) ბოლნისი - ზონა 10: 526–534 მჰც; 550–558 მჰც; 590–598 მჰც; 654–662 მჰც; 670–678 მჰც; 726–734 მჰც; 758–766 მჰც; 774–782 მჰც; 790–798 მჰც; 806–814 მჰც.
ლ) დმანისი - ზონა 11: 542–550 მჰც; 630–638 მჰც; 646–654 მჰც; 678–686 მჰც; 694–702 მჰც; 742–750 მჰც; 798–806 მჰც; 814–822 მჰც.
მ) ახალქალაქი - ზონა 12: 502–510 მჰც; 582–590 მჰც; 654–662 მჰც; 694–702 მჰც; 758–766 მჰც; 798–806 მჰც.
ნ) ახალციხე - ზონა 13: 470–486 მჰც; 566–574 მჰც; 630–638 მჰც; 670–678 მჰც; 710–718 მჰც; 726–734 მჰც; 750–758 მჰც; 774–782 მჰც; 790–798 მჰც; 806–814 მჰც.
ო) ჭიათურა - ზონა 14: 494–502 მჰც; 510–518 მჰც; 542–550 მჰც; 582–590 მჰც; 606–614 მჰც; 638–646 მჰც; 662–670 მჰც; 678–686 მჰც; 694–702 მჰც; 710–718 მჰც; 726–734 მჰც; 742–750 მჰც; 758–766 მჰც; 774–782 მჰც; 790–798 მჰც; 806–814 მჰც.
პ) ტყიბული - ზონა 15: 494–502 მჰც; 526–534 მჰც; 542–550 მჰც; 582–590 მჰც; 606–614 მჰც; 622–630 მჰც; 646–654 მჰც; 670–678 მჰც; 686–694 მჰც; 702–710 მჰც; 726–734 მჰც; 742–750 მჰც; 766–774 მჰც; 782–790 მჰც; 798–806 მჰც.
ჟ) ონი - ზონა 16: 486–494 მჰც; 502–518 მჰც; 534–542 მჰც; 550–558 მჰც; 566–582 მჰც; 590–606 მჰც; 614–622 მჰც; 630–638 მჰც; 654–670 მჰც; 678–686 მჰც; 694–702 მჰც; 710–726 მჰც; 734–742 მჰც; 750–766 მჰც; 774–782 მჰც; 790–798 მჰც; 806–814 მჰც.
რ) ცაგერი - ზონა 17: 470–486 მჰც; 494–510 მჰც; 518–550 მჰც; 558–566 მჰც; 574–590 მჰც; 598–638 მჰც; 646–662 მჰც; 670–694 მჰც; 702–710 მჰც; 718–774 მჰც; 782–790 მჰც; 798–822 მჰც.
ს) მესტია - ზონა 18: 174-230მჰც; 470-822 მჰც.
ტ) ქუთაისი - ზონა 19: 206–214 მჰც; 470–486 მჰც; 494–566 მჰც; 574–590 მჰც; 598–614 მჰც; 622–646 მჰც; 662–822 მჰც.
უ) ფოთი - ზონა 20: 782–790 მჰც; 806–814 მჰც.
ფ) ზუგდიდი - ზონა 21: 670–678 მჰც; 686–694 მჰც; 726–734 მჰც; 798–806 მჰც.
ქ) ოზურგეთი - ზონა 22: 174-230 მჰც; 470-822 მჰც.
ღ) ბათუმი - ზონა 23: 174-230 მჰც; 470-822 მჰც.
ყ) სოხუმი - ზონა 24: 174-230 მჰც; 470-822 მჰც.
შ) ჩხალთა - ზონა 25: 174-230 მჰც; 470-822 მჰც.
12. მეოთხე თაობის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების შესაწავლად მეოთხე თაობის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტირებისათვის თბილისში გამოყოფილ იქნეს რადიოსიხშირეები 816-821 მჰც და 857-862 მჰც.”.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სიხშირეების გამოყოფა ხდება დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე დროებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები