„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 01/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 02/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004.
  • Word
165
28/03/2008
სსმ, 49, 01/04/2008
120.340.000.08.002.004.
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №165

2008 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისა და დაინტერესებული უწყებების ხარჯზე, ოფისის ხარჯების, როგორიცაა: ელექტროენერგიის (მათ შორის, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით საწვავის შეძენის), წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობის მიზნით საწვავის შეძენის და შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავების ხარჯების დაფინანსება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სხვა დაინტერესებული უწყებების ხარჯზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი