დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №441/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 273/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.015031 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.015.031
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანება №273/ნ
2010 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №441/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №441/ნ ბრძანების (სსმ III, 31.12.2009წ., №160, მუხ. 2016) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში („ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამა“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 028 090 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“ | ბიუჯეტი (ლარებში) |
| 8,028,090 | ||
| 1 | მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 5,084,935 |
| 2 | ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“ | 596,275 |
| 3 | დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 451,000 |
| 4 | მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 258,120 |
| 5 | ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა | 41,270 |
| 6 | ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 87,600 |
| 7 | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა | 108,000 |
| 8 | განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 1,211,490 |
| 9 | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 171,400 |
| 10 | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 18,000 |
გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირები
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ პირველ, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“.
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-9 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.
4. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-10 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“;
დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის მიმწოდებლის შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით. 2010 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ შემდეგ თვეში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი დაზუსტებული ანგარიშით, მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს დაზუსტებული ანგარიშის წარდგენის თვის დასრულებისა.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული პირველი ქვეპროგრამით (არაფულადი პრევენციის), ასევე, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის ბოლომდე.“;
ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „პროგრამის განხორციელების ვადა, გარდა „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“, განისაზღვრება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 30 ივნისის ჩათვლით.“;
ვ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) 0-დან 2 წლამდე ასაკის “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვების, რომელთა სარეიტინგო ქულა კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 57 000-ს, აგრეთვე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვების „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის კვების ვაუჩერის გაცემა არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრამდე დარჩენილ თვეებზე (კვების ვაუჩერის ერთ ტალონზე თვიური ხარჯი შეადგენს 80 ლარს). კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასებისა და სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია ბავშვის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩაბარების რისკის არსებობა და პრევენციული ღონისძიებების საჭიროება;“;
ზ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს „დ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საჭირო შესაბამისი ექსპერტიზის ღონისძიებების უზრუნველყოფა;“;
თ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ფორმირება. რეგიონული საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის, გაგრძელების ან/და შეწყვეტის თაობაზე, სამზრუნველო პირებისათვის სხვადასხვა სოციალური მომსახურების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე რეგიონული საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალურიმომსახურების სააგენტოს დირექტორი. რეგიონულ საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე (ქ. თბილისში ერთ-ერთი რაიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი). რეგიონული საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” რეგიონული სტრუქტურის წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირი;“;
ი) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწი-ნებულია 5,084,935 ლარი, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| ქვეპროგრამა ხარჯები | (ლარებში) |
| საქონელი და მომსახურება | 1 701 235 |
| სოციალური უზრუნველყოფა | 3 301 300 |
| არაფინანსური აქტივების ზრდა | 82 400 |
კ) მე-13 მუხლი ამოღებულ იქნას.
ლ) მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 596 275 ლარი;“;
მ) მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ან ამ დაწესებულებებში ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 142 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 38 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
დ) ქ. ბათუმში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ე) ქ. თელავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
ვ) ქ. მცხეთაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ზ) ქ. ოზურგეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
თ) ქ. ახმეტაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ეწერში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
კ) ქ. ზუგდიდში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ლ) დუშეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა.“;
ნ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 1,211,490 ლარი. სკოლების დაფინანსების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს შემდეგი დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 1/6-ისა:
| № | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების დასახელება | ხარჯები (ლარებში) |
| 1 | სსიპ – თბილისის №200 საჯარო სკოლა | 175 000 |
| 2 | სსიპ – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლა | 44 000 |
| 3 | სსიპ – ახალციხის №7 საჯარო სკოლა | 41 500 |
| 4 | სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბის №2 საჯარო სკოლა | 68 000 |
| 5 | სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარის №2 საჯარო სკოლა | 41 500 |
| 6 | სსიპ – ჭიათურის №12 საჯარო სკოლა | 53 490 |
| 7 | სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა | 61 000 |
| 8 | სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა | 146 000 |
| 9 | სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლა | 63 500 |
| 10 | სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა | 102 000 |
| 11 | სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა | 74 500 |
| 12 | სსიპ – სამტრედიის №15 საჯარო სკოლა | 61 500 |
| 13 | სსიპ – ქუთაისის №44 საჯარო სკოლა | 93 500 |
| 14 | სსიპ – ქ. თბილისის №199 საჯარო სკოლა | 93 500 |
| 15 | სსიპ – ქ. თბილისის №198 საჯარო სკოლა | 92 500“ |
ო) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგების ანალიზისა და არსებული საჭიროებების დიაგნოსტირების აუცილებლობით, რომლის საფუძველზეც მოხდება დაგეგმვის პროცესის ორგანიზება.
2. ქვეპროგრამის მიზანია პროგრამის ეფექტურობის შეფასებისა და სწორი დაგეგმვის ორგანიზებით, არსებული რესურსების ფარგლებში მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და შშმ ბავშვთა საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა პროგრამის შესრულების მონიტორინგის განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) პროგრამის განმახორციელებელი პირების მიერ მოწოდებული ანგარიშების ანალიზს და განხორციელებული ღონისძიებების შედეგების შეფასებას;
ბ) ანალიზის შედეგების დაინტერესებული მხარეებისათვის პრეზენტაციისა და განხილვის მიზნით, სადისკუსიო კონფერენციის ორგანიზებას;
გ) ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 18 000 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პროგრამა ბავშვზე ზრუნვის ქვეპროგრამების, მომსახურების მიმწოდებლები და ბენეფიციარები.
7. ქვეპროგრამის შეფასების კრიტერიუმია ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ვალიდურობა.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება რეკომენდაციების გათვალისწინება და გაიზრდება პროგრამის ეფექტურობა.“.
მუხლი 2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული კვების ვაუჩერის გაცემის პრინციპები არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ კვების ვაუჩერებზე.
მუხლი 3.
ბრძანება ამოქმედდეს 1 აგვისტოდან.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები