„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N442/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N442/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 272/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280020000.22.035.015030
  • Word
272/ნ
23/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
280020000.22.035.015030
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N442/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N442/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.020.000.22.035.015.030

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება 272/

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N442/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №442/ნ ბრძანების (სსმ III, 31.12.2009წ., №160, მუხ. 2017) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში (“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 500 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

ბიუჯეტი

(ლარებში)

 

 

4 500 000 

1

შშმ პირთა დღის ცენტრების ქვეპროგრამა

1,715,000

2

ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

19,200

3

უსინათლოთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა

20,000

4

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა

547,500

5

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

312,500

6

სათემო ტიპის მომსახურების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

14,700

7

შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

720,000

8

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგარამა    

40, 000

9

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

86,400

10

შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

40,000

11

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

923,700

11.1

გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

99,000

11.2

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

247,000

11.3

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

487,700

11.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

90,000

12

პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა

61,000

ბ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახურ გარემოში მცხოვრები შშმ პირები (მათ შორის, 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები), კერძოდ, 828 ბენეფიციარი. ამასთან, ერთ დღის ცენტრში (ობიექტის ერთ მისამართზე) მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რიცხვი უნდა იყოს არანაკლებ 10-ისა და არა უმეტეს 40-ისა. ამასთან, დღის ცენტრი ერთ მისამართზე უნდა ემსახურებოდეს ან მხოლოდ შშმ პირებს ან მხოლოდ შშმ ბავშვებს.“;

გ) მე-12 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 51  პუნქტი:

„51 . ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში მომსახურებას ექვემდებარებიან აგრეთვე, 6 წლამდე ბავშვები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ 2009 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.“;  

დ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქვეპროგრამის დაფინანსება:

ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 1 715 000 ლარი.“;

ე) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შშმ პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც:

ა) ცხოვრობს შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში ან შშმ პირთა პანსიონატში;

ბ) არის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, ბავშვთა სახლის ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი;

გ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, მომსახურებას ექვემდებარებიან აგრეთვე, 16 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც სათემო ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობდნენ

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ ბრძანების ამოქმედებამდე.”;

ვ) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწი-ნებულია 312 500 ლარი;’’;

ზ) 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომპონენტის განხორციელების შედეგად არსებული კომპონენტის ფარგლებში მოხდება აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი ბავშვების სმენის კორექციისათვის საჭირო კოხლეარული აპარატების შეძენა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული კონტინგენტის გონებრივი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.“;

თ) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა  

1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგების ანალიზისა და არსებული საჭიროებების გამოვლენის აუცილებლობით, რომლის საფუძველზეც მოხდება დაგეგმვის პროცესის ორგანიზება.

2. ქვეპროგრამის მიზანია პროგრამის ეფექტურობის შეფასებისა და სწორი დაგეგმვის ორგანიზებით, არსებული რესურსების ფარგლებში შშმ პირთა და ხანდაზმულთა საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

3. ქვეპროგრამის ამოცანაა პროგრამის შესრულების მონიტორინგის განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.

4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:  

ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-5 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში:

ა.ა) მიმწოდებლების მიერ პროგრამული მიზნების მიღწევისა და ღონისძიებების ადეკვატური განხორციელების შეფასების მიზნით, მომსახურების მიწოდების ადგილზე პერიოდულ მივლინებებს;

ა.ბ) მიმწოდებლების მიერ განხორციელებული მომსახურებების არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას და მათთვის რეკომენდაციების მიცემას;

ა.გ) შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად დაქირავებული იქნება დამოუკიდებელი ორგანიზაცია (გაფორმდება ხელშეკრულება), რომელიც არ უნდა წარმოადგენდეს მიმწოდებელს ამ პროგრამის სხვა ქვეპროგრამების ფარგლებში;

ა.დ) მიმწოდებლების მიერ არსებული სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით მიცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებას;

ბ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში:

ბ.ა) ქვეპროგრამების განმახორციელებელი პირების მიერ მოწოდებული ანგარიშების ანალიზს და განხორციელებული ღონისძიებების შედეგების შეფასებას;

ბ.ბ) ქვეპროგრამების შესრულების შედეგების შეფასებას;

გ) მონიტორინგის ანგარიშებისა და შედეგების დაინტერესებული მხარეებისათვის პრეზენტაციისა და განხილვის მიზნით, სადისკუსიო კონფერენციის ორგანიზება;

დ) მონიტორინგის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.

5.  ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწი-ნებულია 61 000 ლარი.

6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ამ პროგრამის სხვა ქვეპროგრამის/კომპონენტის შემსყიდველი ორგანიზაცია, მიმწოდებლები და ბენეფიციარები.

7. ქვეპროგრამის შეფასების კრიტერიუმია ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ვალიდურობა.

8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება რეკომენდაციების გათვალისწინება და გაიზრდება პროგრამის ეფექტურობა.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. კვიტაშვილი