დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 27/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №163
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 74 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 74. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე;
დ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები