მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

  • Word
მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 28/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
211
27/07/2010
სსმ, 92, 28/07/2010
000000000.00.000.000000
მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2010 - 24/05/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2010 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს:

1. დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ (დანართი №1).

2. მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი №2).

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ

    მუხლი 1

დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ ადგენს მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან, მიღებასთან, შენახვასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ, ზღვრულ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მარცვლეულის ფაქტობრივი დანაკლისის შემთხვევაში.

    მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა – მარცვლეულის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო სატრანსპორტო და შენახვა-გადამუშავების ოპერაციებისთვის თანმხლები ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესებით, მარცვლეულის შრობისა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით, რომლებიც გამოიანგარიშება პროცენტულად, მარცვლეულის საერთო წონის გათვალისწინებით;

ბ) მარცვლეული – მცენარეული კულტურების ნაყოფები, რომლებიც გამოიყენება საკვები და ტექნიკური მიზნებისათვის;

გ) ხორბალი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1001 სასაქონლო პოზიციაში;

დ) ჭვავი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1002 00 000 00 სასაქონლო პოზიციაში;

ე) ქერი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1003 00 სასაქონლო პოზიციაში;

ვ) შვრია – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1004 00 000 00 სასაქონლო პოზიციაში;

ზ) სიმინდი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1005 სასაქონლო პოზიციაში;

თ) ბრინჯი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1006 სასაქონლო პოზიციაში;

ი) სორგო მარცვლოვანი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1007 00 სასაქონლო პოზიციაში;

კ) წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი, დანარჩენი მარცვლეული – მარცვლეულის სახეობები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1008 სასაქონლო პოზიციაში;

ლ) ელევატორი – მარცვლეულის საცავი, აღჭურვილი მექანიკური მოწყობილობით, მარცვლეულის მიღების, გაწმენდის, შრობისა და გადატვირთვისათვის;

მ) სილოსი – კოშკის ან ორმოს ტიპის ნაგებობა, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის შესანახად;

ნ) საერთაშორისო გადაზიდვები – გადაზიდვები, რომელთა მარშრუტი გადაკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს;

ო) ქვეყნის შიგნით გადაზიდვა – ტვირთის გადაზიდვა (არანაკლებ 200 კმ მანძილზე), რომელიც დატვირთულია მოცემული (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექვემდებარება ჩამოტვირთვას იმავე (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

    მუხლი 3

აკრძალულია მარცვლეულის ჩამოწერა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანაკლისის ფაქტის დადგენამდე.

    მუხლი 4

დანაკარგი, რომელიც წარმოიქმნება მარცვლეულის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას და ელევატორის სილოსებში შენახვისა და საელევატორო პროცესებისას, გამოითვლება ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონკრეტული დანაკარგის ნორმის გამრავლებით მარცვლეულის წონაზე.

დანართი 2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

 

ბუნებრივი დანაკარგის სახეები

დანაკარგის ნორმა

(%-ში მასიდან)

1

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგი ნორმა საერთაშორისო გადაზიდვების (საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს

0.29-მდე

2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა ქვეყნის შიგნით გადაზიდვების (სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს

 

0.1-მდე

3

მარცვლეულის შენახვის ელევატორის სილოსებსა და საელევატორო პროცესში დანაკარგის ნორმა შეადგენს

 

0.35-მდე