„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 27/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 080.220.000.08.002.004
  • Word
162
27/03/2008
სსმ, 46, 27/03/2008
080.220.000.08.002.004
„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №162

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის 369 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის 369 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., 87, მუხ. 929) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

თინათინ გოლეთიანი – საქართველოს გენერალური პროკურატუ­რის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი

ანა ჟვანია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ვალერი ცერცვაძე          – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება:

ჯოვანა ბარბერისს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში

გრიგოლ გიორგაძეს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს

გიორგი ტუღუშს – საქართველოში ეუთოს მისიის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში

მერი მერფს – ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონულ დირექტორს

ვლადლენ სტეფანოვს – საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს, ადამიანის უფლებათა უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში

ჯოუი დევის კირშნერს – საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების ოფიცერს

თეა თუთბერიძეს – თავისუფლების ინსტიტუტის წარმომად­გენელს

გიორგი გოგიას – Human Right Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს

ლაშა მაღრაძეს – დამოუკიდებელ ექსპერტს

გიორგი ჩხეიძეს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.“;

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი