„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014811
  • Word
533
30/06/2010
სსმ, 79, 05/07/2010
230210000.22.033.014811
„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.811

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №533

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებით (სსმ III, 27.02.2009 წ., №22, მუხლი 281) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგიონული ცენტრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიული ორგანო;

ვ) საბაჟო საგუშაგო (საბაჟო გამშვები პუნქტი) – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს (რეგიონული ცენტრის) სტრუქტურული ერთეული;

ზ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო/საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს (რეგიონული ცენტრის) სტრუქტურული ქვედანაყოფი.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების სახეობების მიხედვით საბაჟო ორგანოს მიერ გამოსაყენებელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) ჩამონათვალი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავალდებულო საბაჟო ნიშანდებას ექვემდებარება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილზე, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებული, საბაჟო საწყობებში საქონლის შესანახად განკუთვნილი შენობა-ნაგებობები.“.

4. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია აღიაროს უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), რომლებიც ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).

2. უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღიარება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

5. მე-12 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს) გასცემს რეგიონული ცენტრების უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ რეგიონული ცენტრების პასუხისმგებელ პირებზე გასავლის ზედდებულით, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რაოდენობის, სერიებისა და ნომრების დაფიქსირებით.

2. რეგიონული ცენტრის პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) აღირიცხება „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №1) და ინახება დაცულ ადგილას.

3. რეგიონული ცენტრების პასუხისმგებელი პირების მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) გაცემა ხდება საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) პასუხისმგებელ პირზე ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის უფროსზე, რომლებიც საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მიღებაზე პასუხისმგებელნი არიან რეგიონული ცენტრების უფროსების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) ცვლის უფროსი ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის უფროსი წარუდგენს რეგიონულ ცენტრს მათ მიერ ნიშანდებული, დაზიანებული და გამოუყენებელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად დანართი №2-ის სახით. ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს საანგარიშო თვის დამთავრებიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს პასუხისმგებელი პირი ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს რეგიონული ცენტრის პასუხისმგებელ პირს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცემს მოხსნილ/მოცილებულ, დაზიანებულ ან უვარგის საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).

9. რეგიონული ცენტრის პასუხისმგებელი პირის მიერ უვარგისი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) განადგურება ხორციელდება კვარტალში ერთხელ, რომლის შედეგი აისახება დანართ №5-ში.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №5 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

 

------------------------------- რეგიონული ცენტრი

------------------------------ საბაჟო საგუშაგო (საბაჟო გამშვები პუნქტი)

----------------------------- საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფი

 

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალი

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მიღების თარიღი: ------------------

 

მიღებულია ---------------------------------------

(რეგიონული ცენტრის), საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის), საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის დასახელება)

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების

(ნიშნების) გაცემის თარიღი -----------------

 

გაცემულია --------------------------------------

(რეგიონული ცენტრის), საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის დასახელება)

 

 

 

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):

1.

2.

3

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნები):

1.

2.

3.

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დიაპაზონი რიგითი №-დან

№-მდე;

 

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დიაპაზონი რიგითი №-დან

№-მდე;

პასუხისმგებელი პირის (პირების):

------------------------------------------------

(სახელი, გვარი და ხელმოწერა)

პასუხისმგებელი პირის (პირების):

-------------------------------------------------

(სახელი, გვარი და ხელმოწერა)

 

დანართი №2

ინფორმაცია

 

რეგიონული ცენტრის საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის მიერ 20-- წლის _________ თვეში საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) გამოყენების შესახებ

 

საბაჟო ორგანოს კოდი _________ ინფორმაციის შედგენის თარიღი _________

 

მიღებულია საანგარიშო პერიოდში საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები)

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები): -----------------------------------

დიაპაზონით № ______ დან № _______ მდე

1. ნიშანდებულია

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):------------------------------------

დიაპაზონით № ______ დან № _______ მდე

2. დაზიანებულია

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):------------------------------------

დიაპაზონით № ______ დან № _______ მდე

3. გამოუყენებელია

საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):------------------------------------

დიაპაზონით № ______ დან № _______ მდე

 

 

---------------------- რეგიონული ცენტრის

---------------------- (საბაჟო საგუშაგოს ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის)

პასუხისმგებელი პირი: --------------------------------------------

                                                                      (სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

 

დანართი №5

აქტი

რეგიონული ცენტრის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) განადგურების შესახებ

 

1. განადგურების თარიღი და ადგილი: --------------------------------------------------------------------

 

2. აქტი შეადგინა ----------------------------------------------------------------------------------------------

                                                                             (საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი, გვარი)

 

3. განადგურებელია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები): -------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მიეთითოს თუ რომელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) განადგურებული, რაოდენობა, ნომრები)

 

4. განადგურებულია: -----------------------------------------------------------------------------------------

                                                (მიეთითოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) განადგურების საშუალება)

 

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი (პირები): ------------------------------------------------------

                                               (სახელი, გვარი, ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში))“.

 

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი