,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებისათვის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ“

  • Word
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებისათვის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 27/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.08.002.004.
  • Word
160
27/03/2008
სსმ, 46, 27/03/2008
010.080.000.08.002.004.
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებისათვის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №160

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებისათვის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობისა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წარდგინების გათვალისწინებით, „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებას – სოფელ კრწანისს მიუერთდეს მებაღეობის ამხანაგობის (ე. წ. მთის ძირი) ტერიტორია და სოფელ კრწანისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 17 მარტის №11 განკარგულების შესაბამისად.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი