„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014810
  • Word
532
30/06/2010
სსმ, 79, 05/07/2010
230210000.22.033.014810
„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.810

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №532

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში (სსმ III, 31.12.08წ., №187, მუხლი 2025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ (დანართი №1) მე-7 მუხლის მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებებს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) არსებული მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დაცვით.

61. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის პროცესის გამჭვირვალობის უზუნველსაყოფად შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით მიღებული ფასებიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა განსაზღვრული სეს ესნ-ის კოდის მიხედვით საქონლის დასახელება, რომელთა ფასების მონაცემთა სისტემა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სეს ესნ-ის კოდს;

ბ) საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის მიხედვით;

გ) ზომის ან დამატებით ზომის ერთეულს;

დ) ერთეულის ფასს ეროვნულ ვალუტაში, გამოქვეყნების დღის ლარის გაცვლის კურსის მიხედვით აშშ დოლართან მიმართებაში.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტი“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური

 

საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტი –––––

 

„–––––––“ –––––––––––– 200–– წ.

                                                       რიცხვი                       თვე

 

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(საბაჟო ორგანოს დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი მოხელის თანამდებობა, სახელი და გვარი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს საბაჟო კოდექსის 31-ე და 41-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ ეთანხმება:

 

 

2. დეკლარანტის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ

(დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი )

 

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში

           (სსდ-ს ნომერი და თარიღი)

 

4. დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას ––––––––––––––––––––––––––––––––––

 

5. დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებაზე დასამატებელი ხარჯები საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის შემდეგი ნაწილების ქვეპუნქტების შესაბამისად:

თანხა

6. დეკლარირებული საბაჟო ღირებულებიდან გამოსაკლები ხარჯები საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის შემდეგი ნაწილების ქვეპუნქტების შესაბამისად:

თანხა

პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

მე-8 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

 ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

 ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

 ,,გ“ ქვეპუნქტი

 

 ,,გ“ ქვეპუნქტი

 

მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

 ,,დ“ ქვეპუნქტი

 

 ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

 ,,ე“ ქვეპუნქტი

 

 ,,გ“ ქვეპუნქტი

 

 ,,ვ“ ქვეპუნქტი

 

მე-4 ნაწილი

 

 ,,ზ“ ქვეპუნქტი

 

მე-5 ნაწილი

 

 

 

მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

 

 

 ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

 

 

სულ

 

სულ

 

 

7. დეკლარირებულ საბაჟო ღირებულების სისწორეში ეჭვის შეტანისა და მისი კორექტირების (ან სხვა მეთოდით განსაზღვრის) საფუძველია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. საბაჟო ორგანოს მიერ კორექტირებით (ან სხვა მეთოდით) განსაზღვრულ იქნა საქონლის საბაჟო ღირებულება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

9. კორექტირების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე –––––––––––––––––––––––––

                                                                                                        ხელმოწერა (ბეჭედი)

 

10. დეკლარანტს უფლება აქვს:

ა) თუ ეთანხმება საქონლის კორექტირებულ საბაჟო ღირებულებას, ამ აქტის მიღებიდან (ჩაბარებიდან) 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კორექტირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;

ბ) თუ არ ეთანხმება, გაასაჩივროს ეს აქტი საქართველოს საბაჟო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში, ამ აქტის მიღებიდან (ჩაბარებიდან) 20 კალენდარულ დღეში;

გ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და დამატებით წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ერთ-ერთი სახის გარანტიას, რომლის მოქმედების ვადა 2 თვეა, ხოლო საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობისა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი