დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010010.22.027.015017 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.015.017
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №157
2010 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008, №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 153 მუხლი:
„153. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების წარმოშობა
1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ქონების რეალიზაციის შემდეგ ქონების შემძენს გადაეცემა განკარგულება _ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე.
2. ზოგიერთი კატეგორიის ქონება, კერძოდ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, ქონების შემძენს მფლობელობაში გადაეცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. იმ შემთხვევაში, თუ იძულებით აუქციონს დაექვემდებარება სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, ქონების შემძენი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.
2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 154 მუხლი:
„154. ზოგიერთი კატეგორიის საქმეების აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღება
1. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსასრულებლად მიიღოს 2010 წლის 1 აგვისტომდე კერძო აღმასრულებლის წარმოებაში მიღებული ის საქმეები, სადაც აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა აღემატება 500 000 ლარს, რომლებზეც სააღსრულებო წარმოება 2010 წლის 1 აგვისტომდე არ არის დამთავრებული (დასრულებული), რომელიც ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კატეგორიის საქმეებზე კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააუქციონო მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, კერძო აღმასრულებელს უბრუნდება უკან, თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების მიერ სააუქციონო მომსახურება არ განხორციელებულა.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები