დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 23/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.526 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №142
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №128 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №89, მუხლი 1189) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დებულების დამტკიცება.“.
2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დებულების დამტკიცებისთანავე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები