დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 05/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200220010.22.033.014809 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.014.809
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №530
2010 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.08, №187, მუხლი 2015) დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №1) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. TIR წიგნაკის მოსახევი ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი და მეორე მოსახევი ფურცლები (თეთრი) (მწვანე) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში;
ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) პირველი მოსახევი ფურცელი (თეთრი) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში;
ბ.ბ) მეორე მოსახევი ფურცელი (მწვანე) თან მიყვება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების ადგილამდე, საქონლის გაშვების შემდგომ რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში;
ბ.გ) შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრი უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში გადაგზავნას შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონულ ცენტრში, რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები