დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის №299 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №253
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის №299 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის №299 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №186, მუხლი 2080) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უზრუნველყოს რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლის გადაგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ორგანოსათვის, თუ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში (რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით), ან უშუალოდ სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის, თუ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა ან კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს ამ ქვეყანაში.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები