„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.080.002.004
  • Word
144
14/03/2008
სსმ, 41, 19/03/2008
010.340.000.080.002.004
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №144

2008 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით წინასწარ წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.

32. საქართველოს მთავრობის წევრის (გარდა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი თანხმობით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი