„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
250
20/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 250

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქარ­თვე­ლოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლი­ტიკის შე­მ­მუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავ­რო­ბის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქარ­თველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგე­ბის პო­ლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კო­მისიის თავმჯდომარე

საქართვე­ლოს რეგიონული განვი­თა­­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის მი­ნის­ტრი – კომისიის თავმჯდო­მა­რის მოადგილე

საქართველოს სახელმწიფო მი­­­ნის­­ტრი ევროპულ და ევროატ­ლან­ტი­კურ სტრუქტურებში ინტეგ­რაციის სა­კით­ხებში, ვიცე-პრემიე­რი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი – კომისიის წევრი

საქართველოს პრეზიდენტის ად­მი­ნისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი

საქართვე­ლოს რეგიონული განვი­თა­­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის მი­ნის­ტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­­ნის­ტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რადი განვითარების მინის­ტ­რის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცე­ლა­რიის უფროსი      – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცე­ლა­რიის მმართველობისა და ეკო­ნომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრე­­მიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს კავშირგაბმულო­ბის, სა­ინ­ფორმაციო ტექნოლო­გიებისა და ინო­ვაციების დე­პარტამენტის უფ­როსი – კომისიის წევრი

სსიპ – საწარმოთა მართვის სა­ა­გენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატ­რანსპორტო ადმინისტრაციის უფ­როსი – კომისიის წევრი

სსიპ – საქართველოს კომუნიკა­ცი­ე­­ბის ერო ვნული კომისიის წევ­რი – კომისიის წევრი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ გე­­ნერალური დირექტორი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვი­თა­რებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნისტროს ტრანსპორტის პო­ლი­­ტიკის დეპარტამენ­ტის უფროსი  – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კან­ცე­ლა­რიის მმართველობისა და ეკო­ნო­მიკურ საკითხებში მრჩეველ­თა ჯგუ­ფის (სამსახური) მრჩეველი – კომისიის მდივანი

საქართველოს რეგიონული განვი­თა­რებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულების – საქარ­თველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე    – კომისიის წევრი

სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენ­ტრის დირექტორი – კომისიის წევრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართვე­ლოს პარ­­ლამენტის ევროპასთან ინ­ტეგ­რაციის კომიტეტის თავ­მჯდო­მა­რეს.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური