დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №249
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №10, მუხლი 107) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დაყადაღების პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.“.
2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის რაოდენობა, შეფასება და მთელი ქონების ღირებულება;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფასიან ქაღალდებს ან/და ფასიან ნივთებს შესანახად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიღებს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთებისხელყოფის საშიშროება. თუ ეს ნივთები მოვალესთან რჩება, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.“.
4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება შეუძლებელია, მოიწვევა ექსპერტი ან აუდიტი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა, ჩვევები და დაინტერესებული არ არის საქმის შედეგით.“.
5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ ქმედებას საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით;“.
6. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ან საგადასახადო ორგანოს მიერ, ანდა გაკოტრების საქმის წარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის გაუქმების (ყადაღის მოხსნის) თაობაზე და უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.“.
7. №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ა ქ ტ ი
მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ
—————————— ——————————— 20—წ. —————————————-
(აქტის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე) (საათი, წუთი)
———————————— 20— წლის “—-““———“ №— ბრძანების საფუძველზე
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
—————————————————————————————————————
(საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
მოვახდინე მოვალის ————————————————————————————
(მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)
ქონების დაყადაღება (აღწერა) შემდეგი პირების თანდასწრებით:
1.—————————————————————————————————————
(სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)
2.—————————————————————————————————————
(სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)
3.—————————————————————————————————————
(სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)
მოვალე (მოვალის წარმომადგენელი) ————————————————————
(სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)
აღწერილ იქნა შემდეგი ქონება (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის):
|
№ |
საგნების დასახელება და აღწერა (განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვ.)
|
ზომის ერთეუ-ლი (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვ.)
|
რაო-დე- ნობა |
თითოეული საგნის შეფასება ლარობით
|
აღნიშნული საგნების ან/და სადგომის დალუქვის შესახებ აღნიშვნა და დადებული ლუქების (ბეჭდების) რაოდენობა და ნომრები
| |
| ერთე-ული ფასი | საერთო ღირებუ-ლება | |||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ყადაღადადებული ქონების
საერთო ღირებულება ________________________________________________ლარი
(თანხა სიტყვიერად)
თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება ექსპერტის/აუდიტის მიერ, დაერთვება მოვალის დაყადაღების (აღწერის) აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა_____________________________
(შემნახველის სახელი, გვარი და პირადი ნომერი)
_________________________________, რომელსაც განემარტა
(მისამართი)
საქართველოს სსსკ 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი ამ ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების ან/და ქონების შესანახად გადაცემისათვის.
მოვალეს და დამსწრე პირებს განემარტათ, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი /_____________/
დამსწრეები:
1. /______________/
2. /______________/
მოვალე: /_______________/
ქონების შემნახველი: /_______________/
შენიშვნა:____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები