„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.08.002.004
  • Word
143
14/03/2008
სსმ, 41, 19/03/2008
010.080.000.08.002.004
„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება 143

2008 წლის 14 მარტი

. თბილისი

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის #110 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების  შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის #110 ბრძანებულების (სსმ III, 2008 წ., #33, მუხ. 361) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაქმნელი ან გასაუქმებელი დასახლების სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;“;

ბ) წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სხვა დოკუმენტები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

გ) წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4. დასახლებისათვის სახელის მინიჭება და შეცვლა

დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი