საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
247
20/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 247

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვე­პუნქ­ტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნ­ქ­ტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნი­ვერსიტეტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერ­სიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გორის უნივერსიტეტს ეწოდოს “გორის სასწავლო უნივერსიტეტი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სას­­წავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს №176 დად­­გენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის – გორის უნივერსიტეტის უფლებამო­ნაცვ­ლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინი­სტ­რომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – გორის უნივერსიტეტის წესდების დამტ­კიცების შე­სახებ“ საქართველოს განათლებისა და მეც­ნი­ერების მინი­სტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №828 ბრძანებაში შე­საბა­მისი ცვლი­ლებების შეტანა.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური