„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 607
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.014901
  • Word
607
26/07/2010
სსმ, 91, 27/07/2010
230150070.22.033.014901
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.901

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №607

2010 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საბაჟო ორგანო ვალდებულია, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში შევიდეს ფუნქციის – „შემოწმება გადაადგილებისას“ მეშვეობით, მოწმობის D გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით, ხოლო გვერდზე – „კონტროლი გადაადგილებისას“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია. შეცვლილი მოწმობა გამოიწერება 4 პირად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი პირი რჩება ცვლილების განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში და მოწმობის გამოწერიდან 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით;

ბ) მეორე პირი თან მიყვება სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და მოწმობის კონტროლიდან მოხსნის შემდეგ 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით;

გ) მესამე და მეოთხე პირები რჩება დეკლარანტს ან/და გადამზიდველს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი