„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 606
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014900
  • Word
606
26/07/2010
სსმ, 91, 27/07/2010
200250000.22.033.014900
„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.900

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №606

2010 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ.2339) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

12. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  პ. პეტრიაშვილი