დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 23/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №166
2010 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №20, მუხლი 224) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„თ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;“.
2. დებულების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა; მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მელიორაციის სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი; სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზი და მონიტორინგი; მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ვ) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;“.
4. დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები