,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 07/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.004
  • Word
125
07/03/2008
სსმ, 36, 07/03/2008
010.210.050.08.002.004
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №125

2008 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის 846 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის 846 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., 123, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის კანდიდატურას;“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

ბ.ა) 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ანალიზისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდომარეობის შიდა და გარე საფრთხეების და გამოწვევების შეფასებას და პროგნოზირებას; ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს და საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს; კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შესახებ“;

ბ) კოორდინაციის დეპარტამენტი ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის კოორდინაციას, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს, კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი კომისიების მუშაობაში;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები და სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის დირექტორს (სამსახურის უფროსს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი (დანართი2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,დანართი №2

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

1

3540

 

2

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

1

 

2720

3

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე

1

1070

კოორდინაციის დეპარტამენტი

1

დეპარტამენტის დირექტორი

1

1890

2

მთავარი მრჩეველი

3

1070

ანალიზისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი

1

დეპარტამენტის დირექტორი

1

1890

2

მთავარი მრჩეველი

2

1070

3

მრჩეველი

2

830

4

სპეციალისტი

1

650

საორგანიზაციო სამსახური

1

სამსახურის უფროსი

1

1300

2

მთავარი მრჩეველი

1

1070

3

მთავარი სპეციალისტი

1

830

4

სპეციალისტი

3

650

5

მოლარე-ბუღალტერი

1

710

 სულ 20“

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი