დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 23/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200120000.22.033.014775 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.014.775
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №502
2010 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006, №17, მუხლი 217) დამტკიცებულ ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელ სისტემაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროდუქციის სახეობის ფარგლებში, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) შესაბამისი კოდის მქონე პროდუქციისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მეწარმეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების და აქციზური მარკების დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით (ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გასცეს სეს ესნ-ის სხვა კოდისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად აქციზის არანაკლები განაკვეთის მქონე საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა. დაუშვებელია იმპორტული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ერთმანეთით შეცვლა.“.
2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ეთილის სპირტისათვის -
0,051ლ–0,300ლ
0,301ლ–0,500ლ
0,501ლ–0,750ლ“
3. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 იმპორტული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის ფონური ფერია:
ა) წითელი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა;
ბ) ცისფერი – ნარინჯისფერი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა;
გ) ლურჯი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო);
დ) ყავისფერი-იასამნისფერი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო).“.
5. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. შემოსავლების სამსახურმა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცისფერი - ნარინჯისფერი და ყავისფერი-იასამნისფერი აქციზური მარკების გაცემა განახორციელოს ეტაპობრივად, შესაბამისი პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 24 ივნისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები