დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 659 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 26/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.014892 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.892
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №659
2010 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1 .
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ. 2092) დამტკიცებული დანართი №6 და დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 5 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №6
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი (ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში ხელშემწყობ პირებთან მუშაობის მონიტორინგის სამმართველოს გარდა)
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2680 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2515 |
| სამმართველოს უფროსი | 2040 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1925 |
| განყოფილების უფროსი | 1220 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1135 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1010 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 945 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 875 |
| სპეციალისტი | 700 |
დანართი №7
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში ხელშემწყობ პირებთან მუშაობის მონიტორინგის სამმართველო
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სამმართველოს უფროსი | 2460 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2410 |
| განყოფილების უფროსი | 2370 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 2220 |
| უფროსი ინსპექტორი | 945 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები