დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 469 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 14/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.014728 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.728
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №469
2010 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2340) დამტკიცებული ინსტრუქციის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი გადააადგილებს ისეთ საქონელს, რომელიც არ ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას, საბაჟო კონტროლის დასრულებისას საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახდენს ბარგისა და/ან ხელბარგის პირის სრულ განკარგვაში გადაცემას, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ვალდებულია დატოვოს, ხოლო საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს საბაჟო კონტროლის ზონა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები