„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 14/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.014732
  • Word
513
14/06/2010
სსმ, 67, 14/06/2010
140030000.22.034.014732
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.014.732

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №513

2010 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (სსმ III, 22.05.2006 წ., №69, მუხ.873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. I სამმართველო:

ა) მონიტორინგის განყოფილება;

ბ) ანალიზის განყოფილება;“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. II  სამმართველო:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;                 

ბ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება;“. 

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

I სამმართველო:

ა) შეიმუშავებს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;

ბ) ამოწმებს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით;

გ) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;

დ) მონაწილეობს სამთავრობო და საუწყებო კომისიების მუშაობაში;

ე) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივ (რეგიონალურ) დანაყოფებში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლს;

ზ) I სამმართველოში შემავალი – მონიტორინგის განყოფილება:

ზ.ა) ახორციელებს დეპარტამენტის ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს გაწეული საქმიანობის, აგრეთვე პატრულირების განხორციელების შემოწმებას, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ზ.ბ) ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მომზადებასა და წარმართვას (ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფას); 

თ) I სამმართველოში შემავალი – ანალიზის განყოფილება:

თ.ა) ახორციელებს სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;

თ.ბ) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;

თ.გ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ  გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის შესრულებაზე;

თ.დ) ახორციელებს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე  საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;

თ.ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;

თ.ვ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;

თ.ზ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების ყოველდღიურ დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროულ გამოგზავნაზე კონტროლის დაწესებას, საპატრულო პოლიციის ადგილობრივი დანაყოფებიდან წარმოდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაციას სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში;

თ.თ) ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე  შეიმუშავებს წინადადებებს მათი აღმოფხვრისათვის“.

4. დებულებას დაემატოს 111 მუხლი:

     „მუხლი 111.  II სამმართველო:

ა) ახორციელებს  დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების რეგულაციას;

გ) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;

დ) II სამმართველოში შემავალი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება:

დ.ა)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად;

დ.ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

დ.გ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;

დ.დ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ.ე) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

დ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

დ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;

დ.თ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;

დ.ი) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;      

დ.კ) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;

ე) II სამმართველოში შემავალი საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:

ე.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;

ე.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში, კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;

ე.გ) მონაწილეობას იღებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;

ე.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;

ე.ე) ითანხმებს საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ე.ვ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი