„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 14/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.014734
  • Word
506
14/06/2010
სსმ, 67, 14/06/2010
040030000.22.034.014734
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.014.734

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №506

2010 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №104, მუხ.1141) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“

2. მე-2 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემია ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი