დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულების“, „ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის შესახებ დებულების“, „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 14/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.032.014730 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.014.730
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-84
2010 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
„ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულების“, „ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის შესახებ დებულების“, „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. „ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულების“, „ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის შესახებ დებულების“, „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №19, მუხლი 180) დამტკიცებული „ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების ზოგადი პრინციპები
1. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების კატეგორია შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. მეწარმე-სუბიექტი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით, ვალდებულია დეპარტამენტ „სამტრესტში“ წარადგინოს შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე, „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის“ შესაბამისად.
3. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
ა) სპეციფიკურ ზონას;
ბ) ვაზის ჯიშს;
გ) კულტივირების (ტრადიციულ და ეკოლოგიურ) მეთოდებს;
დ) ღვინის დაყენების მეთოდს;
ე) ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობის მინიმალურ ზღვარს;
ვ) ყურძნის ან/და ღვინის გამოსავლიანობას ერთი ჰექტარიდან;
ზ) ფიზიკურ-ქიმიურ ანალიზს და ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს.
4. სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში.
5. დასაშვებია სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ან ღვინომასალების გადაცემა ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ მეორესათვის შემდგომი დამუშავების ან/და ჩამოსხმის მიზნით. ორივე მხარე ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტში“ წარადგენს ინფორმაციას გადაცემის შესახებ.
6. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ექსპორტირება, აგრეთვე, მათი რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე დასაშვებია მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული სახით.
7. ადგილწარმოშობის დასახელების, მხარისა და სუფრის ღვინოების, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) წევრ ქვეყნებში ექსპორტირებისას, ბოთლზე დატანილ უნდა იქნეს დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაცემული წარმოშობის ნიშანი _ წითელი ფონზე თეთრი წარწერითა და საქართველოს რუკის გამოხატულებით (დანართი №3), რომელიც არ უნდა იყოს სიმაღლეში 1.5 სმ-ზე და სიგრძეში 7 სმ-ზე ნაკლები.“.
ბ) ბრძანებას დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №3.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი ივლისიდან.
ბ. კვეზერელი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები