დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26.01.1232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 28/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 30/09/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.37.101.016007 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2010 - 29/10/2010)
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №26.01.1232
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ა“ პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,ქ. თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 3 აგვისტოს №9-48 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან დადგინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური, დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 კვირა – 4 ლარი;
ბ) 6 თვე –25 ლარი;
გ) 1 წელი – 50 ლარი.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება:
ა) 1 კვირის შემთხვევაში – მომდევნო 7 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით;
ბ) 6 თვის შემთხვევაში – გადახდის დღიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, იმავე რიცხვის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;
გ) 1 წლის შემთხვევაში – გადახდის დღიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე.
3. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის საფასურის გადახდა განხორციელდეს ოპერატორის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან ელექტრონული გადახდის საშუალებებით.
4. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე საფასური გადახდილია წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე, გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილების მოქმედება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები