დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 379 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 09/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.014723 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.014.723
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №379
2010 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 30.10.2006წ., №147, მუხ. 2045) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„12. ჰოსპიტალი ანხორციელებს ჰოსპიტლის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქცით:
„კ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეებს.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები