საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 09/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.014721
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
377
08/06/2010
სსმ, 66, 09/06/2010
120340000.22.026.014721
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/2010 - 18/04/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.721

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №377

2010 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ფინანსების მართვის დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4

დეპარტამენტი: შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას; ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვას და შესრულებას; ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს; სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს; პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებასათვის; უზრუნველყოფს სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და ჯარის სახეობის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები) მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავებასა და ცენტრალიზებული წესით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორებას.

    მუხლი 5

დეპარტამენტს აქვს შესაბამისი კოდი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, ორი ბეჭედი: ერთი, წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი“ ქართულ ენაზე, საქართველოს გერბის გამოსახულებით და მეორე წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს გერბის გამოსახულებით და საიდენტიფიკაციო კოდით. ასევე ბლანკი წარწერით: – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი“.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 6

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები:

ა) სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;

ე) დაწესებულ ვადებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო ანგარიშგების გამოთხოვა, განხილვა და ნაერთი ბალანსის შედგენა და წარდგენა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;

 ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დებულებების, წესდებების, ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზით;

ი) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოება;

კ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებების და ინსტრუქციების პროექტების მომზადება, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი განკარგულების შესაბამისად შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში კანონპროექტებისა და სხვა სახის ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვას და შესრულებას.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ბ) დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მუშაობის წარმართვისათვის;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით განახორციელოს ფინანსური ოპერაციები, გამოსცეს მითითებები, ხელი მოაწეროს საბანკო და სხვა ფინანსური და ადმინისტრაციული სახის დოკუმენტებს;

ზ) უფლებამოსილია ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან შემოსულ ყველა სახის დოკუმენტაციას, მათი ფინანსური უზრუნველყოფის პირობების სისწორისა და მართებულობის მხრივ;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;

ლ) უფლებამოსილია დადგენილი წესით, მინისტრის მიერ დამტკიცებული შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელის გათვალისწინებით, მიიღოს ყველა სახის საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები;

მ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;

ნ) უფლებამოსილია დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მიანიჭოს უფლებამოსილება ფუნქციონალური გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ო) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

    მუხლი 9

ა) დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის დროებითი არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და უფლებამოსილება

    მუხლი 10

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველო:

ა.ა) საბიუჯეტო განყოფილება;

ა.ბ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება;

ა.გ) საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების განყოფილება.

ბ) ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველო:

ბ.ა) ხარჯების განყოფილება;

ბ.ბ) სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერია;

ბ.გ) ფულადი უზრუნველყოფის განყოფილება.

გ) ფინანსური პოლიტიკის სამმართველო.

    მუხლი 11

ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები:

ა) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;

ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა;

გ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დებულებების, წესდებების, ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;

დ) საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო წვრთნებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ფინანსურ დაგეგმვაში მონაწილეობა;

ე) ნატოსთან პარტნიორობის კუთხით დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვისა და აღსრულების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი პროცედურების შესრულება.

    მუხლი 12

ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულება;

გ) დაწესებულ ვადებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო ანგარიშგების გამოთხოვა, განხილვა და ნაერთი ბალანსის შედგენა და წარდგენა;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;

ე) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ზ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება;

თ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორების უზრუნველყოფა.

    მუხლი 13

ფინანსური პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები:

ა) სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზით;

გ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებების და ინსტრუქციების პროექტების მომზადება, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი განკარგულების შესაბამისად შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

დ) ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში სამინისტროს ქვედანაყოფების საფინანსო სამსახურების თანამშრომელთა ტრეინინგი;

ე) ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ჩატარებული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალების გამოთხოვა, განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება.

    მუხლი 14

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვაბელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ საბუთებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას;

ე) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს საქმიანობის შესახებ.