,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 23/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
667
23/08/2010
სსმ, 102, 23/08/2010
000000000.00.000.000000
,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 667

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №14, მუხ. 169) დამტკიცებულ საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vatae (CV);

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი