დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 26/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №102
2008 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს ეძლევათ სამმაგი თანამდებობრივი სარგო და ნამსახურობის ერთი დღე ეთვლებათ ნამსახურობის სამ დღედ, ხოლო მფრინავ შემადგენლობას – ორმაგი თანამდებობრივი სარგო და ნამსახურობის ერთი დღე ეთვლებათ ნამსახურობის ორ დღედ. აღნიშნული კატეგორიის შემადგენლობის ნუსხას ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ამასთან, სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის ეძლევათ დანამატი – 71 ლარი.“;
ბ) ბრძანებულების მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით ეძლევათ შემდეგი დანამატი:
ა) საქართველოს საზღვაო სივრცეში პატრულირებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 1 ლარი;
ბ) პატრულირების შეზღუდული მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 0.5 ლარი;
გ) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და სხვ.) ყოველი ერთი საათისათვის – 0.25 ლარი.“;
გ) ბრძანებულების მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:
„151 . სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ყოველი ერთი საათის განმავლობაში წყალქვეშ შესრულებული სამუშაოსათვის ეძლევა დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 10 მეტრ სიღრმემდე – 50 ლარი;
ბ) 10 მეტრზე და უფრო ღრმად – 100 ლარი.“;
დ) ბრძანებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, მუნიციპალიტეტში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით ყოველთვიური კომპენსაციის სახით ეძლევა არა უმეტეს:
ა) ქ. თბილისში:
ოჯახის გარეშე – 370 ლარი
ორწევრიანი ოჯახისათვის – 240 ლარი
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 180 ლარი;
ბ) სხვა ქალაქებში:
ოჯახის გარეშე – 240 ლარი
ორწევრიანი ოჯახისათვის –160 ლარი
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 120 ლარი;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:
ოჯახის გარეშე – 160 ლარი
ორწევრიანი ოჯახისათვის – 100 ლარი
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 80 ლარი.
შენიშვნა: 1. კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე გამქირავებლის (ფიზიკური პირის) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისთვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სასაზღვრო პოლიცია, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციასა და გამქირავებელს (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“;
ე) ბრძანებულების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართში კვების უზრუნველყოფის ნორმების ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კვების უზრუნველყოფის ნორმების ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებლები
| № | ნორმა | საორიენტაციო ღირებულება თვეში (ლარობით) | შენიშვნა |
| 1. | ნორმა № 1 | 168.24 |
|
| 2. | ნორმა №2 | 175.0 |
|
| 3. | ნორმა № 3 | 195.4 |
|
| 4. | ნორმა №4 |
|
|
| ა) | იჯრა № 1 | 15.0 |
|
| ბ) | იჯრა № 2 | 130.0 |
|
| გ) | იჯრა № 3 | 159.0 |
|
| 5. | ნორმა № 5 | 151.0 |
|
| 6. | ნორმა № 6 | 70.0 | ყოველთვიური საკომპენსაციო თანხა |
| 7. | ნორმა №7 | 125 | სპეციფიკის გათვალისწინებით |
| 8. | ნორმა № 8 | 70.“. |
|
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის პირველი თებერვლიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები