„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 20/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.015015
  • Word
36
20/08/2010
სსმ, 101, 20/08/2010
040030000.22.023.015015
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.015.015

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 36

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

„საქართველოს გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ.1498) დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები

1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:

ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით შერჩევა;

ბ) დაკავებულ ან/და დასაკავებელ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;

გ) დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან საჯარო მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;

დ) საკადრო რეზერვის შექმნა;

ე) საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურებისა და საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისების შეფასებისათვის პროცედურის წარმართვა;

ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტანტის და დაწესებულების რეორგანიზაცისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, საჯარო მოსამსახურის დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნის (ოქმის) წარდგენა.”.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოსამსახურეთათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან, რეზერვის ფორმირებასთან და დაწესებულების რეორგანიზაცისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები”.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1  თავი:

„თავი IV1

დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა

    მუხლი 231. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის პირობები

1. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მინისტრის ან თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირის გადაწყვეტილებით, მოსამსახურის დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობაზე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ფორმით.

2. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის შეფასების მიზნით ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი, ტესტირება ან/და გასაუბრება ხორციელდება ამ დებულების მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარების დრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.

    მუხლი 23 2 . დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის შეფასების მიზნით ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარების წესი

1. ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

2. გასაუბრების (ინტერვიუს) ჩატარებისას საჯარო მოსამსახურის დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს საჯარო მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და უსვამს მას კითხვებს სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3. საჯარო მოსამსახურის ტესტირებაზე ან/და გასაუბრებაზე (ინტერვიუ) გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის, მაგრამ არა უგვიანეს ტესტირებისთვის ან/და გასაუბრებისთვის (ინტერვიუ) დადგენილი ვადის ამოწურვამდე (წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით). არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როგორც წესი, საჯარო მოსამსახურე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას.

4. კომისია საჯარო მოსამსახურის გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.

    მუხლი 23 3 . გასაუბრების ან ტესტირების შედეგი

1. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან საჯარო მოსამსახურის შესაბამისობის შეფასების შემდეგ კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება მოსამსახურის მიერ დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. კომისია უფლებამოსილია შესთავაზოს მოსამსახურეს სხვა თანამდებობა, თუ იგი თანახმაა და აკმაყოფილებს ამ თანამდებობისათვის წამოყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი კვირისა აცნობებს (აქვეყნებს) შედეგებს.

4. მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის შედეგების შესახებ მინისტრს ან თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირს მოხსენდება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

5. მინისტრი ან თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის (ოქმის) გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან დანიშვნაზე უარის თქმის (დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების) შესახებ.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე